30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
1748546283
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი გელა გელაძე წარუდგინა.
ირაკლი კობახიძემ სამინისტროს ყოფილ უფროსს, ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას განხორციელებული წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვისარგებლო შეხვედრით და მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს პირველ რიგში თქვენი საქმიანობისთვის. თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. შინაგანს საქმეთა სამინისტრო არის ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამაზე დგას ჩვენი სიმტკიცე. გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები, თუმცა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის სიმტკიცის წყალობით ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ბევრი გამოწვევის დაძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება.
ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ბატონ ვახტანგ გომელაურს და მისი ეს დამსახურება მინდა ცალკე აღვნიშნო, დღეს საჯაროდაც გადავუხადე მადლობა მისი მრავალწლიანი საქმიანობისთვის. ბატონი ვახტანგი გახლდათ ყველაზე სტაჟიანი მინისტრი – ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ემსახურებოდა ძალიან რთულ საქმეს. რა თქმა უნდა, არ არის მარტივი ამ უწყების ხელმძღვანელობა, მით უმეტეს ასეთ დროს. მარტო ბოლო ოთხი წლის გახსენება რად ღირს, როდესაც პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში უწევდა სამინისტროს და პირადად მინისტრს ძალიან რთულ პრობლემებთან, გამოწვევებთან გამკლავება. საჯაროდაც გვითხრეს, რომ იყო ოთხი მცდელობა, მოეწყოთ არეულობა, შეეცვალათ არეულობის გზით ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, სწორედ ბატონი ვახტანგის და თქვენი დამსახურებით, ჩვენ მოვახერხეთ პრობლემების თავიდან აცილება და სახელმწიფომ მოახერხა რაც მთავარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება – ამ ყველაფრისთვის მადლობა ბატონ ვახტანგს. ჩვენთვის საწყენი იყო, რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება არა მარტო იმის გამო, რომ ის იყო ძალიან ძლიერი ლიდერი ამ უწყებაში, ძლიერი ხელმძღვანელი, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ყველას მასთან გვაკავშირებდა, უფრო სწორად გვაკავშირებს ძალიან მეგობრული ურთიერთობები. შესაბამისად, ადამიანურადაც იყო საწყენი, პროფესიული თვალსაზრისითაც, თუმცა, ამდენი წლის შემდეგ ჩვენთვის გასაგები იყო მისი ეს გადაწყვეტილება. აქვე შევთანხმდით და მივიღეთ პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დაუბრუნდება სახელმწიფო სამსახურს და კვლავ ჩადგება წინა ხაზზე ქვეყნის სამსახურში, ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურში და ამისთვისაც მინდა ბატონ ვახტანგს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა. მას მინდა ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო მის არაჩვეულებრივ ოჯახთან ერთად. ვიტოვებ იმედს, რომ კიდევ ბევრ საქმეს გავაკეთებთ ერთად მომავალში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, მადლობა კიდევ ერთხელ!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ გელა გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენისას ხაზი გაუსვა სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობის მის მრავალწლიან გამოცდილებას და წარმატება უსურვა.
„მინდა თქვეს წინაშე წარვადგინო ბატონი გელა გელაძე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი სტაჟი, უშუალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში მუშაობის კუთხით აქვს დაახლოებით ათწლიანი სტაჟი. ასევე სხვა უწყებებში მუშაობდა წლების განმავლობაში, მათ შორის სამართალდამცავ უწყებებში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის იკავებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში ძალიან მაღალ თანამდებობებს. იყო განათლების მინისტრის მოადგილე, შემდეგ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ბოლოს, დღევანდელ დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე. გარდა ამისა არის გამორჩეული თავისი პიროვნული თვისებებით და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ძალიან კომფორტული იქნება მასთან ერთად მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გელას ხელმძღვანელობის ქვეშ კიდევ ბევრ წარმატებას მიაღწევს შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალში, მინდა მას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კობახიძემ.
ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს და მმართველ გუნდს, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში გამოხატული მხარდაჭერისთვის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ასევე ჩვენს გუნდს გვერდში დგომისთვის. ყველას მოგეხსენებათ, რომ ათი წელი ცოტა არ არის, ურთულესია თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის მიმართულება, მითუმეტეს ბოლო, რა მოვლენებიც განვითარდა უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დროსაც და რა თქმა უნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროსაც, რაც ბატონმა პრემიერმა ახსენა. ასეთი ბრძოლები რუსთაველზე არ გვქონია, 90-ანი წლების შემდეგ, რაც გვქონდა ნამდვილად და გადავიტანეთ და შევინარჩუნეთ ეს სუვერენიტეტი და სახელმწიფო. მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გითხრათ, თქვენს გვერდში ვიქნები ყოველთვის, მე მარტო ვერ გავაკეთებდი თქვენთან ერთად გავაკეთე და თითოეული რიგითიდან დაწყებული დამთავრებული თქვენით, მინდა ყველას მადლობა გითხრათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო პრემიერო“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ვახტანგ გომელაურმა გელა გელაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„მინდა გელა გელაძეს მივულოცო და წარმატებები ვუსურვო, არ არის უცხო თქვენთვის, არც ჩემთვის და ჩვენი ოჯახის წევრია ასე ვიტყოდი. როცა საჭირო იქნება თქვენს გვერდში ვიქნები ყოველთვის. წარმატებები, ყოველთვის გამიხარდება თქვენი წარმატება.“, -აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
გელა გელაძემ პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ვახტანგ გომელაურს გამოხატული მხარდაჭერისთვის.
„დიდი მადლობა ბატონო პრემიერო ნდობისთვის, მადლობა ბატონ ვახტანგს. სხვადასხვა საჯარო სექტორში მუშაობის პერიოდში, ბატონი ვახტანგი გამორჩეულად ჩემი პირადი მხარდამჭერი იყო და მადლობა ამისთვის. მადლობა იმისთვის რაც ამ უწყებისთვის გაქვთ გაკეთებული, რეფორმებიდან დაწყებული. თითოეულ თანამშრომელს მადლობა, ფასდაუდებელია თქვენი შრომა, ეს გარემო ჩემთვის უცხო არ არის, თითქმის ყველას ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ ერთად“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.