1767040762
ირაკლი კობახიძემ ირანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისა და ორმხრივ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ერთგულად უჭერს მხარს ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.










