1784020802
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს და გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით
მე მგონი, მას თავისი მოქმედი სასჯელი არ აკმაყოფილებს, გამოდის ახალი დანაშაულებრივი განცხადებებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არასერიოზულია.
"აბსოლუტურად არასერიოზულია ეს განცხადებები, მას არაერთი ასეთი განცხადება გაუკეთებია წლების განმავლობაში, 2012 წლიდან მოყოლებული, თუმცა ყოველ ჯერზე მისი განცხადებები დარჩა ცარიელ განცხადებებად და ასე გაგრძელდება ბუნებრივია მომავალშიც. სააკაშვილი არ არის საერთოდ ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, ეს მე მგონი ყველასთვის სრულიად ცხადია", - აღნიშნა პრემიერმა.









