„პირდაპირი ბილეთია უშვილობის" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1778618592
ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით. როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სომხეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, საუკუნეების განმავლობაში ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც.
„ჩვენ პრაგმატული პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ ყველა მიმართულებით. როგორიც არ უნდა იყოს უხეში ინტერესები საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, იქაც კი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები. ყველგან უნდა ეცადო თანამშრომლობას. ეს არის ჩვენი პოლიტიკის შინაარსი. საუკუნეების მანძილზე ასე ხდებოდა და ასე ხდება დღესაც. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და, აქედან გამომდინარე, საჭიროა ლავირება, მაქსიმალურად პრაგმატული პოლიტიკის წარმოება. ასე ვმუშაობთ მთელი ამ წლების განმავლობაში “, – განაცხადა პრემიერმა.