რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
"ტრადიციულად, ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, ეს არის ეკონომიკის და სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ." - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, სამთავრობო ანგარიში ქვეყნის განვითარების ყველა ძირითად სფეროს მოიცავს. მისივე განმარტებით, ანგარიშის ზეპირი მოსმენა პარლამენტში ივნისის ბოლოს გაიმართება, სადაც დოკუმენტთან დაკავშირებით დისკუსია შედგება.
"ტრადიციულად, ჩვენი ანგარიში მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, ეს არის ეკონომიკის და სოციალური საკითხები, ეს არის საგარეო პოლიტიკური თემები, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. არის სრულფასოვანი ანგარიში, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ყველა დარგს და მიმართულებას. ამაზე უშუალოდ გვექნება საუბარი პარლამენტში, როდესაც უკვე მე პირადად წარვდგები პარლამენტარების წინაშე, ივნისის ბოლოს შედგება ანგარიშის ზეპირი მოსმენა და ველოდებით საინტერესო დისკუსიას", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.