„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ოპოზიციას საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია რომ არ გაევლო და არ აეღო საარჩევნო ნომერი, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში სხვა ნომრით მონაწილეობა მოუწევდა, მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი ლოგიკურია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო-ში საარჩევნო ნომერთან დაკავშირებული რეგისტრაციის გავლა, ნომრის შენარჩუნებისთვის არის აუცილებელი.
„ოპოზიციას საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით რეალურად სჭირდება რეგისტრაციის გავლა, იმის გამო, რომ ეს ნომერი შეინარჩუნონ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, აქ სპეკულაციებში ვერ შევალ. რეგისტრაცია რომ არ გაევლოთ და არ აეღოთ საარჩევნო ნომერი, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოუწევდათ სხვა ნომრით მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია მათი მხრიდან ეს ფორმალური ნაბიჯი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.