ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
ზიმბაბვეში ქალმა ყოფილი შეყვარებული გაიტაცა, სასტუმროში წაიყვანა და გააუპატიურა. რამდენიმე ბრალდებით ქალი უკვე დააკავეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ინციდენტი შაბათს, 12 ივლისს, ქვეყნის დედაქალაქ ჰარარეში მოხდა. დილით, 26 წლის ამანდა ჩიზანგა ჩაკანიუკა თავისი ყოფილი შეყვარებულის, 38 წლის ლინოს გაპანგას სახლში მივიდა. გოგონას თან ხუთი თანამგზავრი ახლდა.
მამაკაცი შავ BMW-ში ჩასვეს და ქალაქის გარეუბანში მდებარე სასტუმროში წაიყვანეს. ქალის მიერ დაქირავებულ ოთახში შეათრიეს და „ჯადოს მოსახსნელად“ მასთან დაუცველი სექსი აიძულეს. ამის შემდეგ, გოგონას თანამზრახველებმა მამაკაცს 142 აშშ დოლარი წაართვეს და გაუჩინარდნენ, ის კი სასტუმროში მიატოვეს.
ქალსა და მის თანამზრახველებს ბრალი წაუყენეს გატაცებასა და ძარცვაში.
„პოლიციამ გატაცებისა და ძარცვის საქმესთან დაკავშირებით ქალი დააკავა. საქმეში კიდევ ხუთი მამაკაცი ფიგურირებს. დაზარალებულს სახის შეშუპება, ნეკნების მოტეხილობა ჰქონდა. ის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლიციელმა.