მძიმე ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი
1785919413
ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გასულ თვეში ქვეყნის სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. მთავრობის მეთაურმა ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გასულ თვეში ჩვენმა სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. წლიურ ჭრილში ჩვენი სავალუტო რეზერვები გაიზარდა 52%-ით. ეს არის ეკონომიკური წარმატებისა და ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობის შედეგი. მადლობას გადავუხდი ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს თავიანთი ძალისხმევისა და საქმიანობისთვის. ასევე მათი საქმიანობის შედეგია ის, რომ ლარის კურსი გამყარდა გასულ თვეებში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთლიანობაში ეს ტენდენციები შევინარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკასა და საფინანსო სექტორში“, – აღნიშნა პრემიერმა.
მძიმე ავარია ავტობანზე - არის მსხვერპლი
1785919413
ახალი სასწავლო წლის კალენდარი ცნობილია
1785873959