ირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო.

კონფერენცია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გახსნეს.

სამიტის გახსნამდე კონფერენციის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

✕