„უბრალოდ, შეუძლებელია, ჩემთვის შევინახო! ასე რომ, მოგიწევთ კიდევ ცოტა ხანს ჩემი ატანა!“ - თი მაჭავარიანი

 თი მაჭავარიანი

ინფლუენსერი თი მაჭავარიანი 35 წლის გახდა. დაბადების დღესთან დაკავშირებით ის სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს და ემოციურ პოსტში საკუთარი ცხოვრების ამ ეტაპზე, მეგობრებსა და გულშემატკივრებზე წერს.

„მგონია, რომ ახლა ყველაზე კარგად ვიცი, ვინ ვარ, რა მინდა და რა აღარ მინდა.. და ყველაზე კარგი ის არის, რომ ჯერ კიდევ იმდენი რამ მაქვს წინ!

ახლა კი მადლობები, რადგან ამ ყველაფერს მარტო ნამდვილად ვერ ვიზამდი!

არ ვიცი, ამ ფოტოებიდან რომელი უფრო მომწონს, მადლიერი ვარ ჩემი ფოტოგრაფის, რომელმაც ზუსტად დაინახა ჩემი განწყობა, ხასიათი, ენერგია და ყველაფერი ისე გადმოსცა, როგორც მე წარმომედგინა.. ან შეიძლება იმაზე უკეთაც!

ჩემს გოგოებს, რომელთა გარეშეც ჩემს ცხოვრებაში არაფერი იქნებოდა ისეთი ფერადი, ხმაურიანი, გიჟური და ლამაზი, როგორიც არის.. თქვენ ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ხართ, რაც კი ოდესმე შეიძლებოდა მიმეღო!

და ბოლოს, თქვენ! ჩემს გულშემატკივრებს, რომლებიც ამდენი წელია ჩემთან ერთად იზრდებით, იცინით, ტირით და სიყვარულს არასდროს იშურებთ.. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს ნიშნავს ჩემთვის თითოეული თქვენი პოზიტიური სიტყვა.. მადლობა

კიდევ იმდენი ლამაზი ფოტო მაქვს, უბრალოდ შეუძლებელია ჩემთვის შევინახო! ასე რომ, მოგიწევთ კიდევ ცოტა ხანს ჩემი ატანა!“, - წერს თი მაჭავარიანი.

✕