1792094214
„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები...“- ახალი დეტალები ვატო ყიფიანის, „კაწროსა“ და შოთა ყიფიანის დაკავების შესახებ
ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" და შოთა ყიფიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია, იგივე ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა. ️
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი გუშინ დააკავეს. მათი გვარები წარსულში არაერთხელ ფიგურირებდა გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებში.
„კურიერი“ მომხდართან დაკავშირებით იმ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა, თუმცა თანამშრომლები ამბობენ, რომ მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ.
„პოლიცია იყო, შეამოწმეს კამერები, მეტი არაფერი ვიცი. რა წაიღეს არ ვიცი...“ - განუცხადა „კურიერს“ რესტორნის თანამშრომელმა.









