დაცული ტერიტორიების სააგენტო თანამშრომელთა პროფესიული უნარების გადამზადების პროცესს განაგრძობს

დაცული ტერიტორიების სააგენტო

დაცული ტერიტორიების სააგენტო თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაძლიერებისა და გადამზადების პროცესს განაგრძობს. აღნიშნულის ფარგლებში, მაჭახელას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებს კონფლიქტების მართვის მიმართულებით ტრენინგი ჩაუტარდათ.

ტრენინგები ეფუძნება რეინჯერებისთვის შემუშავებულ ეფექტიანი კომუნიკაციის სახელმძღვანელოს, რომელიც დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა პრაქტიკულ გამოცდილებასა და სამუშაო პროცესში არსებულ გამოწვევებს ითვალისწინებს. კურსი მოიცავს კონფლიქტური სიტუაციების ამოცნობისა და პრევენციის, ეფექტიანი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კონფლიქტების მართვის პრაქტიკულ მიდგომებს. ტრენინგები კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით მიმდინარეობს.

მიმდინარე პერიოდში აღნიშნული კურსი ასევე გაიარეს ფშავ-ხევსურეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ვაშლოვანის, რაჭის, კოლხეთის, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებმა.

თანამშრომელთა პროფესიული უნარების განვითარებისა და დაცულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება.

✕