რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
დაიხურა USAID-ი, NED-ი, სხვა შესაბამისი ფონდები, ეს იყო ამერიკული ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ფონზე, ვხედავთ, რომ არაფორმალური ძალები, რომელთაც აქვთ ჭარბი გავლენა, კონკრეტულად, ევროპაშიც პოლიტიკურ პროცესებზე, გეგმავენ, რომ ევროპული ფონდები გამოიყენონ იმავე მიზნების მისაღწევად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკომისიის მიერ „ენჯეოებისა“ და მედიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თითქმის 600 %-ით გაზრდის გეგმას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს არ სჭირდება ხელოვნური ინტერვენცია შიდა საქმეებში და ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში.
„ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ამისგან, ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ხელოვნური ინტერვენცია ჩვენს შიდა საქმეებში, ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა გადაწყდეს ქართველი ხალხის მიერ, საქართველოში, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო პოზიცია. სწორედ, ეს არის ასახული „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში, „გრატების შესახებ“ კანონში, საქართველოს კანონმდებლობაში და ბუნებრივია, ბოლომდე დავიცავთ ამ პრინციპს. ქართული სახელმწიფოს ბედი უნდა წყდებოდეს საქართველოში, ქართველი ხალხის მიერ,“- განაცხადა პრემიერმა.