ცნობილია, ქუთაისში, ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა
1752476195
პირდაპირ და ნათლად არის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, დაფუძნებული უტიფარ სიცრუესა და ტყუილზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს პასუხზე საუბრისას.
„მიზანი არის ერთი, რომ საქართველო გახადონ პროქსი სახელმწიფო. მათი სურვილია, რომ საქართველომ იმოქმედოს კითხვის გარეშე ისე, როგორი დავალებაც წამოვა ბრიუსელიდან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებაზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს პასუხს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლება, სუვერენიტეტის, იდენტობის დაცვისა და ქართველი ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლაში კომპრომისს არ დაუშვებს.