სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
გერმანიის ელჩი ქართულ პოლიტიკაში პირდაპირაა ჩართული, შეიძლება „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის წევრობაც ჰქონდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგიერთი ელჩის ქმედება ძალადობის წახალისებაა, რომელსაც ევროპის მანტიაში ახვევენ.
„ელჩები საქართველოს შიდა საქმეებში თავხედურად და უხეშად ერევიან. რა თქმა უნდა, ყველა წარმომადგენლობაზე არ ვსაუბრობ. გერმანიის ელჩს გამოვარჩევდი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში პირდაპირ არის ჩართული. ფიშერი ჩვეულებრივი „ნაცაქტივისტი“, პარტიის წევრია. შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის წევრობაც ჰქონდეს. თავი რომ დავანებოთ ვენის კონვენციის დარღვევას, მასპინძელი ქვეყნის კულტურის და საკანონმდებლო სივრცის უპატივცემულობას, მათი თითოეული ქმედება ძალადობის წახალისებაა. ამ ყველაფერს კი მშვიდობისა და ევროპის მანტიაში ახვევენ. ქართველ ახალგაზრდას სხვა ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირს უყენებენ და ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა არის? 2003 წლიდან, ისინი ჩვენს ქვეყანას უყურებენ, როგორც დაბალ ღობეს, უკანა ეზოს და მათთვის ყველაფერი გამართლებული იყო. მათ ქართულმა საზოგადოებამ უთხრა, რომ ეს ასე არ არის, საქართველო თავმოყვარე და სუვერენული ქვეყანაა“, – განაცხადა კირცხალიამ.