ზელენსკი: ტრამპი პუტინს იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა, როდესაც ალასკაზე შეხვდა და მასთან ერთად ფოტოები გადაიღო.

ზელენსკი თვლის, რომ პუტინი სანქციების გადადების მიზნით, ტრამპის მოტყუებას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, პუტინის წინააღმდეგ ზეწოლა გააძლიერონ.

„პუტინს სურდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა და სურდა, რომ თავი დაეღწია პოლიტიკური იზოლაციიდან. მას ამ ომში უკუსვლა უნდა განეცადა და გაჩერებულიყო. ნაცვლად ამისა იზოლაციიდან გამოვიდა, ტრამპთან ერთად ფოტოები გადაიღო და მიიღო საჯარო დიალოგი. ვფიქრობ, ამით პუტინს კარი გაეხსნა სხვა სამიტებისა და ფორმატებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პუტინს არ მივცეთ სივრცე, რადგან სხვაგვარად ვერ დავარწმუნებთ ომის შეწყვეტაში. მას მშობლიური ენასავით ესმის ენა და სწორედ ეს ენა უნდა გამოვიყენოთ. ევროპელებმა მას ეს უნდა აჩვენონ. სანქციებს უწესებენ, თუმცა მეტია საჭირო. პუტინს ნამდვილად სურს ამერიკის მოტყუება. რაც უფრო მეტად გადადებენ სანქციების დაწესებას, რუსეთი მით უკეთ მოემზადება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.