სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე პროგრესი მიღწეულია.
ლინდსი გრემი ვარაუდობს, რომ ამ საკითხზე „გარღვევა“ 17 სექტემბერს მოხდება, რადგან კონგრესზე ზეწოლა იზრდება.
„ვფიქრობ, უახლოეს დღეებში კანონპროექტზე მოქმედების გეგმა გამოქვეყნდება და ვფიქრობ, ეს ამ ომში დაგვეხმარება. ამის იმედი მაქვს. მჭიდროდ ვმუშაობთ პრეზიდენტ ტრამპთან. ვფიქრობ, ოთხშაბათისთვის ჩვენს უთანხმოებებს მოვაგვარებთ, თუ როგორ იმუშავებს ეს“, – განაცხადა სენატორმა.
რეზოლუციის მიხედვით, რომელსაც 80-ზე მეტი სენატორი უჭერს მხარს, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია, 500%-მდე ტარიფი დააწესოს იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც რუსულ ურანს, გაზსა და ნავთობს ყიდულობენ.
„ევროპამ უნდა გააკეთოს მეტი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, დროა, კონგრესმა ეს უფლებამოსილება პრეზიდენტს ლეგიტიმურად მიანიჭოს. ვფიქრობ, კანონმდებლობა, რომელზეც ვმუშაობთ სენატორ ბლუმენტალთან ერთად, იქნება ძლიერი სიგნალი რუსეთისთვის, ჩინეთისთვის, ევროპისთვის, რომ ამერიკა და არამხოლოდ პრეზიდენტი ტრამპი, მხარს უჭერს იმ იდეას, რომ პუტინის ომის მანქანის მხარდამჭერებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“, – განაცხადა ლინდსი გრემმა.
ამასთან, რესპუბლიკელმა სენატორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს სანქციები ევროპამ და აშშ-მა ერთად უნდა დაუწესონ.