მისამართები, სადაც წყალი ხვალ ღამის 22:00 საათამდე შეყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1762528998
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანული ენერგეტიკული კომპანიის - “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკუს კრებერმა ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად “RWE AG” -ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში მოიწვია.
RWE AG-ი გერმანული მრავალეროვნული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის სათავო ოფისიც ესენში მდებარეობს. კომპანია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორისაა იტალია, გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, თურქეთი, შეერთებული შტატები, ჩინეთი და იაპონია.
კომპანიის პორტფელი მოიცავს ქარის, მზის, წყალბადის, ბატარეების, გაზისა და სხვა განახლებადი ენერგიის წარმოებას, მასში დასაქმებულია 19000-ზე მეტი ადამიანი, შემოსავალი კი, 24,5 მილიარდ ევროს შეადგენს.