პროკურატურა თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების საქმეზე ვიდეოჩანაწერს ავრცელებს
1788505719
ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, ამ წუთებში, გამოკითხვები იწყება საქალაქო სასამართლოში. გამოძიების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, თაზო დათუნაშვილი და ხატია დეკანოიძე უპასუხებენ.
დიღმის მთავარ სამმართველოში უკვე გამოკითხეს ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი და გიორგი გიგაური. ისინი აცხადებენ, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს.
რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ასევე გამოიკითხა ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც უმრავლესობაში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა სუიციდის დადასტურებულ შემთხვევაზე შეთქმულების თეორიები შექმნა, რასაც ოპოზიციამაც კოორდინირებულად დაუჭირა მხარი.
"ნებისმიერი განცხადება, ვთქვათ კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ის იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თუ სხვა ქვეყნის მტრები, რომლებიც ეს დღეები აკეთებენ განცხადებებს არის სპეკულაცია. იმიტომ, რომ პროკურატურის მიერ იქნა დადგენილი გამოკითხული მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა ახლობელი ადამიანი და იქნა ამის შემდეგ დადგენილი, რომ ამ ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადება და დღევანდელი, ასე ვთქვათ, რადიკალური ოპოზიციის განცხადებები თანხვედრაშია, რა თქმა უნდა, სამწუხაროა და ძალიან ცუდი ფაქტია", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა.