ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს

ინფრასტრუქტურის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას წელს ახალციხეში უმასპინძლებს. ახალციხის ციხის ისტორიულ სივრცეში მოეწყობა კულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და გასართობი აქტივობები, საბავშვო და ოჯახური სივრცეები, თემატური ზონები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ადგილობრივი გასტრონომიული სივრცეები.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი და სიმბოლური ნაწილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ისტორიულ დროს -  17:10 საათზე საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება.

დღის განმავლობაში, სადღესასწაულო განწყობას ადგილობრივი ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები შექმნიან, ხოლო ღონისძიება საღამოს მთავარი კონცერტით დასრულდება.