„იმედი“ და POSTV საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

 ეს მედიასაშუალებები საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედის“ და POSTV-ს დასანქცირებას გამოეხმაურა.

„ეს მედიასაშუალებები საუბრობენ სიმართლეს, რაც ვიღაცებს არ მოსწონთ, მათ, ვისაც საქართველოში არეულობა და ქაოსი სურთ. ერთის მხრივ ეგ [დასანქცირება] ემსახურება იმას, რომ გამოათავისუფლონ ველი ოპოზიციურად განწყობილი მედიასაშუალებებისთვის, მეორეს მხრივ, უნდათ, რომ დასაჯონ თავისუფალი მედია, სიტყვა საქართველოში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.