ილონ მასკის განცხადებით, Starlink-ის მუშაობა უკრაინაში მან შეზღუდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ რუსეთი კომპანიის თანამგზავრებს ჩამოაგდებდა

ილონ მასკი

 კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის მუშაობა უკრაინაში მან შეზღუდა, რადგან არსებობდა საფრთხე, რომ რუსეთი კომპანიის თანამგზავრების ჩამოგდებას დაიწყებდა.

როგორც მასკმა აღნიშნა, Starlink-ი სამოქალაქო მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ. მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი, მაგრამ შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად - არა.

აღნიშნული განცხადება მასკმა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა. მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ მასკმა Starlink-ის მუშაობა უკრაინაში იმიტომ შეზღუდა, რომ არსებობდა საფრთხე, რუსეთს სატელიტური ანტენები ჩამოეგდო.

„ეს მართლაც ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც Starlink-ი სამოქალაქო სისტემად უნდა დარჩეს. მისი გამოყენება შესაძლებელია სამხედრო ინფრასტრუქტურისთვის, თუმცა არა აშკარად შეტევითი დარტყმების განსახორციელებლად, რაც მას საპასუხო დარტყმის სამიზნედ ქცევის საფრთხის წინაშე აყენებს.

მოწინააღმდეგის მიერ Starlink-ის თანამგზავრების განადგურებამ შესაძლოა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და კოსმოსში ნამსხვრევების უზარმაზარი რაოდენობა წარმოქმნას, რაც კოსმოსს გამოყენებისთვის უვარგისად აქცევს“, - დაწერა მასკმა.

✕