1748517062
ილონ მასკი ხარჯების შესახებ კანონპროექტით იმედგაცრუებულია

ამერიკელი მილიარდერი, შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ თანამდევობას ტოვებს, ხარჯების შესახებ იმედგაცრუებულია კანონპროექტით, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდსა და მშვენიერს“ უწოდებს.
კანონპროექტი მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს და გარკვეულ სფეროებში ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს.
CBS-სთვის მიემულ ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მუშაობას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს.
„იმედგაცრუებული ვიყავი მასშტაბური ხარჯების კანონპროექტით, რომელიც შემცირების ნაცვლად, ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს და ძირს უთხრის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის გუნდის მუშაობას. ვფიქრობ, კანონპროექტი შეიძლება, იყოს დიდი ან ის შეიძლება, იყოს ლამაზი. თუმცა, არ ვიცი, რომ ის შეიძლება, იყოს ორივე. ეს ჩემი პირადი აზრია“, - განაცხადა მასკმა.