იან პრაუდი: სანქციები უფრო აზარალებს ბრიტანეთს, ევროპას და არა რუსეთს, ამიტომ ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს ომის დამთავრებისკენ და არა მისი გაგრძელებისკენ

იან პრაუდი

ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა, თუ რამდენად შედეგიანია ომის დაწყებიდან 4 წლისთავზე ევროპული წინააღმდეგობა, მათ შორის, სანქციები რუსეთის აგრესიის მიმართ და უკრაინის დასახმარებლად.

„ეს არის თვითდამანგრეველი ევროპისთვის, ანგრევს უკრაინას, უკრაინამ დაკარგა ფაქტობრივად, 1 მილიონამდე ადამიანი. მაქსიმალურად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომ ომი დასრულდეს. სანქციები უფრო აზარალებს ბრიტანეთს, ევროპას და არა რუსეთს, ამიტომ ნაბიჯები უნდა იდგმებოდეს ომის დამთავრებისკენ და არა მისი გაგრძელებისკენ“, - განაცხადა იან პრაუდმა.