„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
ბრიტანელი ელჩის, როგორც დიპლომატის საქმე არ არის კონფლიქტის გამოწვევა საქართველოსთან, პირიქით ის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე უნდა ზრუნავდეს! არც მეტი არც ნაკლები, მან უნდა შეწყვიტოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა გადაცემაში „თბილისის დროით“.
გადაცემის წამყვანმა დიპლომატს გკითხა, რომ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, რუსეთისთვის ევროპის მიერ დაწესებული სანქციების სარკისებრი მიღება ურჩია საქართველოს, რაშია საქმე? რა მოხდება თუკი საქართველო რუსეთს სანქციებს დაუწესებს?
„საქართველომ 2008 წელს საშინელი ომი გადაიტანა. ეს სწორედ სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია, როდესაც ის ნატოს გაფართოებაში ცდილობდა მონაწილეობას. ყველამ იცოდა, რომ რუსებს ეს არ მოსწონდათ, პუტინმა 2007 წელს განაცხადა ეს, მაგრამ მიუხედავად ამისა გაგრძელდა საუბარი ნატოს გაფართოებაზე, ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. და რა მოხდა? რუსეთი თავს დაგესხათ და ნატომ მოგატოვათ, ნატომ საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო დატოვა, რუსეთმა ქართული მიწა დაიპყრო. ახლა კი ევროპელები და ბრიტანელები ამბობენ, რომ მაინც სურთ ნატოს გაფართოება უკრაინის ხარჯზე, ისინი მოითხოვენ, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, სურთ რომ საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას !
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი დროს უნდა უთმობდეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, რატომ მოითხოვს ის რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს?! საქართველოს ხელისუფლებას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული საგარეო კურსი. ბრიტანელი ელჩის, როგორც დიპლომატის საქმე არ არის კონფლიქტის გამოწვევა საქართველოსთან, პირიქით, ის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე უნდა ზრუნავდეს! არც მეტი არც ნაკლები, მან უნდა შეწყვიტოს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა“, - განაცხადა იან პრაუდმა.