ლოცვა, რომელიც ნინოობას უნდა წაიკითხოთ
1769457215
„ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები დებატებში შესვლის მომხრე არ არიან, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ დებატები აქამდე რომ არ არსებობდა, ეს მათი არაკონსტრუქციულობიდან გამომდინარეობდა.
„ისინი ამბობდნენ, რომ შინაარსში არ შემოვიდოდნენ, არც კანონპროექტის და არც სხვა საკითხების. ჩვენი მხრიდან დებატების მზაობა ყოველთვის იყო. კარგად იციან, რომ ჯანსაღი დებატებისას მათი გამარჯვების შანსი ნულოვანია. ისინი დებატებში ვერ გამოგვყვებიან, რადგან წააგებენ. ზურა-გირჩი ჯაფარიძის ძმამ პირდაპირ თქვა, რომ მათი საქმე შინაარსში შესვლა არ არის, რადგან რაღაცების დამტკიცება მოუწევთ. განწყობილი თუ არიან, რომ არა და მორჩა, ე.ი. დებატებს გაურბიან. დებატებს გაურბიან, რადგან სიმართლე მათ მხარეს არ არის, საპასუხო არაფერი აქვთ. მართლები თუ არიან, დებატებში დასხდებიან და სიმართლეს იტყვიან. პირობების დაყენება, რომ ეს გამოუშვი და ის, დებატებიდან გაქცევას ნიშნავს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.