სპორტის მინისტრი მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს შეხვდა

სპორტის მინისტრი მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი ცნობილ ქართველ მკლავჭიდელ ლევან საგინაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტსმენის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს თბილისში მკლავჭიდის საერთაშორისო ტურნირის ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც შალვა გოგოლაძემ მას მხარდაჭერა აღუთქვა.

სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ირაკლი მეძმარიაშვილი და ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდნენ.

ლევან საგინაშვილი არაერთგზის საქართველოსა და მსოფლიოს ჩემპიონია. ის ასევე ასპარეზობის „King of Table“ გამარჯვებულია.

ლევან საგინაშვილმა 2024 წელს პრესტიჟულ ტურნირში ,,East vs West“ ჩემპიონის ქამარი მოიპოვა, როცა კანადელი დევონ ლარატი დაამარცხა, წელს კი ტიტული დაიცვა - სუპერმძიმე წონის ჩემპიონის ქამრისთვის ბრძოლაში მან იტალიელ ერმეს გასპარინის სძლია.