„პირდაპირი ბილეთია უშვილობის" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1778618592
ახალი პატრიარქის ინტრონიზაციის პარალელურად, ოპოზიციური ჯგუფები და მათთან დაკავშირებული პირები ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას განაგრძობენ. საპატრიარქო ტახტზე ახლად აღსაყდრებული პატრიარქის წინააღმდეგ მათ სოციალურ ქსელში აგრესიული პოსტები გაავრცელეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა და "ახალის" მოქმედმა წევრმა ნიკა ნარსიამ შეურაცხმყოფელი სიტყვებით გააზიარა სტატუსი და ვიდეო, სადაც გამოთქმული იყო პროტესტი იმის გამო, რომ სადღესასწაულო წირვისა და ლოცვების დროს, სხვა პატრიარქებთან ერთად, რუსეთის პატრიარქიც იქნა მოხსენიებული. სოციალურ ქსელში საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, ნარსიამ პოსტი ჩაასწორა.
პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება ეკლესიასა და სასულიერო პირებზე თავდასხმას და მიაჩნია, რომ განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, საზოგადოებამ საერთო ენა უნდა გამონახოს.
"მე არ ვემხრობი თავდასხმას არცერთ ცალკეულ სასულიერო პირზე, არც ეკლესიაზე. შეიძლება, რომ ადამიანს გააჩნდეს გარკვეული კრიტიკული შეხედულება, ეს აზრის თავისუფლების წიაღში შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ ჩვენ უნდა შევეცადოთ, ვიპოვოთ საერთო ენა. მე ვთვლი, რომ ეკლესიას შეუძლია, დადებითი როლის შესრულება იმ სამოქალაქო კონსოლიდაციაში, რაც ახლა სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს“, - აცხადებს პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერი ნიკა ნარსია პატრიარქის ინტრონიზაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ნარსია ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ პოსტს აზიარებს, რომელიც აღშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ლოცვებში, სხვა პატრიარქებთან ერთად, რუსეთის პატრიარქიც იყო მოხსენიებული.