1770743848
გრიგოლ გეგელია: ჰელსინკის კომისიის მოსმენა იქნება ძალიან კრიტიკული, დარწმუნებული ვარ, გაჟღერებული იქნება ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რაც ჩვენს დემოკრატიას გააჩნია
დარწმუნებული ვარ, ჰელსინკის კომისიაში მოსმენაზე გაჟღერებული იქნება ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რაც გააჩნია ჩვენს დემოკრატიას და ჩვენს სახელმწიფოებრივ პროცესს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ ჰელსინკის კომისიის მოსმენა იქნება ძალიან კრიტიკული.
„რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის მოსმენა იქნება ძალიან კრიტიკული. დარწმუნებული ვარ, იქ გაჟღერებული იქნება ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რაც გააჩნია ჩვენს დემოკრატიას და ჩვენს სახელმწიფოებრივ პროცესს. „ქოცებს“ მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ვაშინგტონში კვლავ ისმის სიმართლე და ეს ასე იქნება სულ. არანაირი დალაგება და ნორმალიზება არ მოხდება ამჟამინდელი პოლიტიკური კურსის შენარჩუნების პირობებში“, – განაცხადა გეგელიამ.










