დამლაგებელმა ნაგავში ნაპოვნი ფული პატრონს დაუბრუნა (უცხოეთი)

ჩინეთი

ჩინეთში ქუჩის დამლაგებელმა ნაგავში 150 000 იუანი (21 837 დოლარი) იპოვა და პატრონს დაუბრუნა. ამასთან, თანხის ნაწილის აღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

ლი მანმა კონვერტი, რომელშიც თანხა იყო მოთავსებული, ჰაინანის კუნძულზე ერთ-ერთი ქუჩის დასუფთავებისას იპოვა.

ქალმა ის პოლიციის განყოფილებაში მიიტანა. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს. აღმოჩნდა, რომ ფული ადგილობრივ ბიზნესმენს ეკუთვნოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბიზნესმენის დამლაგებელს კონვერტი ნაგავში აიერია და გადაადგო.

პატრონმა ლი მანს საჩუქრად 20 000 იუანი (2911 დოლარი) შესთავაზა, რაზეც მან უარი თქვა.