საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
გრანტების შესახებ, ასევე თანმდევ კანონებში ცვლილებებს დეპუტატები დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. მათ შორის, არის ინიციატივაც, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებისკენ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
წარმოდგენილ ცვლილებებში განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად და რომ შეზღუდვა შეეხება მხოლოდ იმ ორგანიზაციებსა და იურიდიულ პირებს, რომლებიც უცხოეთიდან პოლიტიკური მიზნით ფინანსდებიან. სიახლის მხარდამჭერები ცვლილებების მიზნად ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას ასახელებენ.
"გრანტების შესახებ კანონი იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. რაც იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წინააღმდეგია ე.წ. დიფ სთეითი და მისი წარმომადგენლობა საქართველოში. რაც შეეხება იმ მუხლს, სადაც ასევე სუვერენიტეტის დაცვაზეა საუბარი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცვაზეა საუბარი, რომ შენ თუ ილაშქრებ სახელმწიფოს წინააღმდეგ, შენ თუ არავის და არაფერს არ აღიარებ და ამის ქმედებისკენ მოუწოდებ საზოგადოებსა და ა.შ. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ამაზე იქნება რეაგირება," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი.