„ვერ წარმოიდგენთ, ამ ზარმა როგორ გამახარა...“ - რა შესთავაზა ნინო ნადირაძემ ნინო მუმლაძეს
1774460352
ბრიუსელის არცერთ ბიუროკრატს არ გამოუხატავს რაიმე თანადგომა ან არ გამოუქვეყნებია თანაგრძნობის წერილი ერთი სიტყვითაც კი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
გიორგობიანის თქმით, ბრიუსელი ზუსტად ის ადგილია, საიდანაც მოდის საზოგადოების დაყოფის, ექსტრემალური პარტიების წაქეზების ინიციატივები, ფინანსები მათ შორის.
„თქვენ ნახეთ, რომ საქართველოს მიუსამძიმრა ყველამ, ერთმანეთთან მებრძოლი და მეომარი ქვეყნების პირველმა პირებმაც კი მიუსამძიმრეს საქართველოს კათოლიკოსის გარდაცვალება, დააფასეს საქართველო, ქართველი ერი. მათ შორის, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც ძალიან გულმხურვალე, გულწრფელი სამძიმარი გამოთქვა. თქვენ ნახეთ ირანის სახელმწიფოს ელჩის სამძიმარი. ისეთი სიტყვები იყო, ძალიან დადებითად განვეწყეთ, მაგრამ ევროკავშირიდან ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვარებით ვიცით ნეგატიური დამოკიდებულებით საქართველოს მიმართ, არცერთ მათგანს ერთი სიტყვაც კი გამოუქვეყნებია“, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.