ტრამპი: ბრიტანული სამხედრო ხომალდები ამერიკულ ხომალდებთან შედარებით სათამაშოებია

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკვეთრი განცხადებები გააკეთა დიდი ბრიტანეთისა და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერაზე ახლო აღმოსავლეთში.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ირანის მიერ დიეგო-გარსიას სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. ტრამპის თქმით, თეირანმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტა, რომლის არსებობასაც არავინ ელოდა.

„მათ დაარტყეს ახლა უკვე ცნობილ კუნძულს, რომლის გადმოცემისაც დიდ ბრიტანეთს ძალიან ეშინოდა, რადგან არ სურდათ ომში ჩათრევა. თუმცა, არც ჩვენ გვსურს მათ ომებში ჩათრევა“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა განსაკუთრებული კრიტიკით მიმართა გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალებს:

სამი კვირის წინ ბრიტანეთმა გვითხრა, რომ გამოგვიგზავნიდნენ თავიანთ ავიამზიდებს, რომლებიც, სხვათა შორის, არც ისე კარგია. ჩვენს ხომალდებთან შედარებით, ისინი უბრალოდ სათამაშოებია.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოხატა იმედგაცრუება ნატოს მიმართ და ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყნის პოზიცია შეაფასა:

ზოგიერთმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება, რომ მათ ჩართვა მაშინ სურთ, როცა ომი დასრულდება. არა - თქვენ მაშინ უნდა ჩაერთოთ, როცა ომი იწყება.