1769975663
გიორგი ვოლსკი: ვინ თქვა, რომ გრანტი არ შეიძლება შემოიტანონ საქართველოში?! უამრავი კარგი პროექტი გაკეთებულა, თუმცა გაცილებით მცირე ოდენობით, ვიდრე რევოლუციური პროცესების და ექსტრემიზმის დაფინანსებაა
უამრავი კარგი პროექტი გაკეთებულა, თუმცა გაცილებით მცირე ოდენობით, ვიდრე რევოლუციური პროცესების და ექსტრემიზმის დაფინანსებაა, რომელიც არაერთი ყოფილა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა, ე.წ. გრანტების კანონის ამოქმედება დააზღვევს თუ არა გარე ძალების პოლიტიკაში ჩარევას.
„ვინ თქვა, რომ გრანტი არ შეიძლება შემოიტანონ საქართველოში?! უამრავი კარგი პროექტი გაკეთებულა, თუმცა გაცილებით მცირე ოდენობით, ვიდრე რევოლუციური პროცესების და ექსტრემიზმის დაფინანსებაა, რომელიც არაერთი ყოფილა. რატომ არ შეიძლება, რომ დარეგისტრირდე კიდეც [რეესტრში], რა თანხა მიიღე [უცხოეთიდან] ისიც თქვა და რა პროგრამისთვისაც. გვახსოვს კულტურის საკითხზე ჰქონდათ ცნობიერების ასამაღლებლად პროგრამა და ისიც გვახსოვს, ახალგაზრდები შეკრიბეს და ასწავლეს როგორ ებრძოლონ ხელდახელ პოლიციას“ , - აღნიშნა ვოლსკიმ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს.












