დუბაიდან ფრენებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1772468890
ოპოზიცია ნეპალის სიტუაციაზე ოცნებობდა, თუმცა არც საქართველოს საზოგადოება და არც ხელისუფლება არ იმსახურებს ერთ შეფასებასაც კი, რომელიც მათი პირიდან გვესმის, თითქოს პრორუსული კურსი გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა.
„ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ბირთვულ შეიარაღებას ჰქონდეს განვითარება, ან აღჭურვა, არც „ჰეზბოლა“ და მსგავსი დაჯგუფებები უქმნიდეს საფრთხეს სტაბილურობას. ჩვენი ოპონენტები გეგმავენ ისეთ პოლიტიკას და ცდილობენ განახორციელონ, რომ როგორმე იქნებ საქართველო გახდეს ამ დიდი ქაოსის, დაპირისპირების, ბომბების ცვენის და ცეცხლის ერთ-ერთი ნაწილი.
საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კონსულტაციები სომხებთან, აზერბაიჯანელებთან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა აუცილებლად ერთმანეთის მიმართ პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგან, ძალისხმევა გააერთიანონ. ეკონომიკურ ნაწილშიც უნდა შევინარჩუნოთ ზრდის მაჩვენებელი და საგანგებოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რათა ბიზნეს ინვესტიციები არ შეწყდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.