გიორგი ვოლსკი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე: დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ

ვოლსკი

 დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ბრიტანული მთავრობა უცხოური ჩარევისგან დასაცავად, კანონმდებლობას ამკაცრებს.

„არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, დემონსტრირებაა იმის, თუ როგორ იყენებენ თავის მძლავრ პოზიციას შედარებით სუსტი საქართველოს წინააღმდეგ, რათა შეასრულონ განხილვის გარეშე ის დავალებები, რომელსაც საქართველო მიიღებს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.