გიორგი ვოლსკი: არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს

გია ვოლსკი

 არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის გამოხმაურებებს.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ეკლესიაზე შეტევა სწორედ ბნელი, პრაგმატული პოლიტიკური მიზნითაა განპირობებული.

„ეკლესიას განიხილავენ როგორც თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთ-ერთ ბურჯს. არა მარტო ქართულ ეკლესიაზეა შეტევა, ზოგადად საზოგადოებაზეა შეტევა. იმ საზოგადოებაზე, რომელმაც თავი გვაჩვენა, როდესაც ვგლოვობდით პატრიარქ ილია მეორეს. ეკლესიაზე შეტევა სწორედ ბნელი, პრაგმატული პოლიტიკური მიზნითაა განპირობებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.