1746303287
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: არ გააჩნიათ რაიმე სახელმწიფოებრივი იდეა, მათი სურვილია ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, შესაბამისად მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში თუ - არა, საზოგადოებისათვის ამას მნიშვნელობა არ აქვს

არ გააჩნიათ რაიმე სახელმწიფოებრივი იდეა, ისინი არიან დაქსაქსულები და სძულთ ერთმანეთი, იმიტომ რომ მათი მთავარი სურვილია როგორღაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, შესაბამისად მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თუ - არა, ჩვენი საზოგადოებისათვის ამას არ აქვს არანაირი არსებითი მნიშვნელობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.
დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი დამაჯერებლად გაიმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში.
„ისინი ელოდებიან თავიანთი მფარველების, პატრონების გადაწყვეტილებას; რასაც უკარნახებენ და უბრძანებენ, იმას შეასრულებენ, ასე რომ მათ ბრძანებაზე და მათ დავალებაზე არიან დამოკიდებულები და არა თავიანთი პოლიტიკური მიზნების, ან რაღაცა იდეების განვითარებაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიპოვოთ დამაჯერებელ გამარჯვებას, ისეთ გამარჯვებას, როგორიც ეკადრება ჩვენს საზოგადოებას და რომელიც სჭირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.