კალიფორნიაში ბრიტნი სპირსი დააკავეს
1772723011
უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ეს არის პროვოკაციული განცხადება და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".
დეპუტატი თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუტი, ე.წ. უნივერსიტეტი, რომელიც ტერორისტებს ამზადებს.
კახიანის თქმით, დიდი ალბათობაა, რომ ხიდაშელის განცხადების უკან გარკვეული ძალა დგას.
„ახლა, როდესაც ვითარება იძაბება, კეთდება ასეთი განცხადებები, როგორიც თინა ხიდაშელმა გააკეთა. აქამდე მსგავსი განცხადება მოგისმენიათ მისგან, რომ თურმე საქართველოში ტერორისტებს ამზადებენ?! უმძიმესი განცხადებაა თავისი შინაარსით. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ განცხადების უკან გარკვეული ძალა დგას. ასევე, რთულად მისახვედრი არ არის, რომ დიდი ალბათობაა, ამ განცხადებას გარკვეული ძალები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ არ არიან დადებითად განწყობილები, სათავისოდ აიტაცებენ. ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, სულ ცოტა ხნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღის გამოყენება დაგვაბრალეს საქართველოში. ხვდებით, რაოდენ დიდი შეიძლება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით აბსურდული დეზინფორმაციების გავრცელება. როდესაც ამ ფონზე კიდევ ყველაფერ ამას ემატება, რომ ამ განცხადებას აკეთებ, ბუნებრივია, რომ ეს არის პროვოკაციული და მისი მიზანია დაზიანდეს ქვეყნის იმიჯი“, - აღნიშნა კახიანმა.
მისივე თქმით, თინა ხიდაშელს გათავისებული ექნება, რომ მის განცხადებას ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სათავისოდ გამოიყენებენ და ემსახურება იმას, რომ დააზიანოს ქვეყნის იმიჯი. აქედან გამომდინარე, კახიანის თქმით, შესაბამისი სამსახურები სავარაუდოდ ამ ბრალდებებით დაინტერესდებიან.