კალიფორნიაში ბრიტნი სპირსი დააკავეს
1772723011
აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე დროებით დახურა, – ამის შესახებ bbc წერს.
სააგენტოს ცნობით, საჰაერო სივრცე 12 საათის განმავლობაში იქნება დახურული.
ცნობისთვის, დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმას აზერბაიჯანის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ტერორისტული აქტი და აგრესია უწოდა. მისი თქმით, ირანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.