1771275704
გიორგი კახიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ კანონმდებლობაში. ყველა ეს ცვლილება განპირობებული იყო იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით
„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელს ვგულისხმობ, ჩვენ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ კანონმდებლობაში. ყველა ეს ცვლილება განპირობებული იყო იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა „გრანტების შესახებ“ კანონზე დასმული კითხვის პასუხად.
კახიანის თქმით, ეს პროცესი დაიწყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით.
„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ორ წელს ვგულისხმობ, ჩვენ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განვახორციელეთ კანონმდებლობაში. ყველა ეს ცვლილება განპირობებული იყო იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენ დავდექით. აქამდე მსგავსი რამ თუ ხდებოდა, არა ასეთი მასშტაბით ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ ეს ცვლილებები, რაც მივიღეთ და რასაც თუნდაც ახლა ვახორციელებთ, მოწმენდილ ცაზე სურვილი არ გაგვჩენია ასეთი ცვლილებები რომ განგვეხორციელებინა. ეს იყო აუცილებელი იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს წინაშე არსებობდა.
ეს პროცესი დაიწყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით. ჩვენ გვახსოვს პერიოდი, როდესაც კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“ დაარქვეს რუსული კანონი და საზოგადოებაში შექმნეს ისეთი აღქმა, თითქოს ეს ქვეყნის ინტერესებში არ ყოფილიყო. დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ თურმე აუცილებელი ყოფილა ყოფილა ამ კანონმდებლობის მიღება“, - აღნიშნა მან.
გიორგი კახიანის თქმითვე, რადიკალებმა ამის შემდეგ დაიწყეს ახალი გზების მოძიება თუ როგორ მომხდარიყო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დაფინანსება.
„საუბარია რაზე, ეს კანონმდებლობა ემსახურება იმას, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს დაცული ქვეყნის გარედან შემოსული დაფინანსებებისგან. დაფინანსებებისგან, რომელიც ემსახურება ე.წ. მშვიდობიან დამხობებს, არეულობებს, საზოგადოებაში დაპირისპირებების გაჩენას და ა.შ.“, - განაცხადა მან.










