გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

გიორგი გამსახურდია

მე მაქვს ურთიერთობა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ პოლიტიკურ ძალასთან, მათი [ოპოზიციის] ყოფილი მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზეზით საქართველოსთან გაფუჭებული ურთიერთობების გამო პოლონეთში ბოდიშს უხდიან.

„ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მაგალითად, მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი, ამას მეუბნებიან უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებაზე მყოფი ადამიანები. ყველა ხვდება რა მიიღეს ამათთან ყოფნით“, - განაცხადა გამსახურდიამ.

გამსახურდიას თქმითვე, არსებული ოპოზიციური სპექტრი ცდილობს გაანადგუროს ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალა.

„უბრალო ადამიანის გადმოსახედიდან მართლა კატასტროფა ხდება. იმედს ვიტოვებ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა აღმოცენდება, მაგრამ ანადგურებენ ყველაფერს, ფეკალიებიენი ჯოხებით დარბიან, რომ ყველა გასვარონ. ნაძირლები არიან. ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს არც სხვას აჭმევს, საბოლოო ჯამში ამას უშვებიან ქვეყანას“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.