1782413282
გიორგი გაბუნია ოპოზიციის ალიანსზე: ეს ალიანსი თავიდანვე განწირული იყო. ეს ადამიანები არიან ხელმოცარული, უპრინციპო ოპორტუნისტები, რომლებიც ერთმანეთის ზიზღით უფრო არიან შეპყრობილი, ვიდრე ქვეყნის სიყვარულით და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის სურვილით და ასევე, სააკაშვილის მიმართ კომპლექსებით
ეს ალიანსი თავიდანვე განწირული იყო, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რადიკალებმა სააკაშვილის მიმართ კომპლექსები ვერ დაძლიეს.
„ეს ადამიანები არიან ხელმოცარული, უპრინციპო ოპორტუნისტები, რომლებიც ერთმანეთის ზიზღით უფრო არიან შეპყრობილი, ვიდრე ქვეყნის სიყვარულით და საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის სურვილით და ასევე, სააკაშვილის მიმართ კომპლექსებით. ეს კომპლექსები ვერ გადალახეს მათ და რეალურად იმ წრეზე დადიან, რა წრეზეც დადიოდნენ მაშინ, როდესაც თავის დროზე ხელისუფლებაში იყვნენ და ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება დააზიანეს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.











