ეთიოპიაში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება - Guardian
1763490912
ჩვენთან ეძებენ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებს და თურმე თვითონ ცდილობენ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას, - ასე ეხმიანება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე მარტა კოსის განცხადებას.
მისი თქმით, უცხოელი პარტნიორები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფრო მეტიც, დესტრუქციულ ჯგუფებს ეხმარებიან გარკვეული მიზნების მიღწევაში.
„პირდაპირ ეთერში იყო აღიარება იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. ეს ხალხი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფრო მეტიც, დესტრუქციულ ჯგუფებს ეხმარება გარკვეული მიზნების მიღწევაში. ჩვენთან ეძებენ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევებს და თურმე თვითონ ცდილობენ აუარონ გვერდი ქართულ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით აკვირდება, თუ ვის აძლევს ევროკავშირი ფულს.
მისი თქმით, დღეს ევროკავშირი ეძებს გზებს, თუ როგორ გადაურიცხოს ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ის არ დააზიანოს.