იაპონიის ქალაქ ოიტაში, ღამით, 170-ზე მეტი შენობა დაიწვა
1763532791
კორუფციის ბრალდებით, დაკავებულია უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ზელენსკის უახლოესი გარემოცვის წევრი - ადგილობრივი მედიის ცნობით, ალექსეი ჩერნიშოვს სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ. სასამართლომ ყოფილ ჩინოვნიკს დაახლოებით მილიონი ევროს ოდენობის გირაო შეუფარდა. მის გადახდამდე კი ჩერნიშოვი იზოლატორში რჩება.
გამოძიების ვერსიით, ჩერნიშოვი კორუფციული სქემის მონაწილეებისგან თანხას იღებდა და შემდგომ მის ლეგალიზებას ახდენდა. თავად ექსპრემიერი ბრალდებებს უარყოფს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში მიმდინარე კორუფციულ სკანდალში ფიგურირებენ ზელენსკის უახლოესი გარემოცვის სხვა წევრებიც, მათ შორის მისი მეგობარი და ბიზნესპარტნიორი თემურ მინდიჩი, რომელიც ქვეყნიდან გაქცეულია.