1746733863
გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციას „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ დაესწრო

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე კონფერენციას „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ დაესწრო.
კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინეს.
კვლევები მოიცავდა სამ მიმართულებას, ესენია: მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის შეფასება, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შეფასება, სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასება სწავლების პრაქტიკაზე დაყრდნობით.
ღონისძიების მონაწილეები სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების კვლევის პირველი ეტაპის შედეგად გამოვლენილ ძირითად ტენდენციებს გაეცნენ.
სრული ანგარიში საზოგადოებას მომდევნო ეტაპების დასრულების შემდეგ წარედგინება.