169.4 მილიონი ლარის დაგროვებითი პენსია უკვე გაიცა - ვის და როგორ შეუძლია თანხის გატანა
1783575467
შურისძიების მოტივით ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული. ორივე პიროვნება, რომელმაც გასროლა განახორციელა გიორგი კვარაცხელიას მიმართ, განზრახ მოქმედებდა, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ბარდაველიძემ.
მისივე თქმით, ვიდრე გავლენიანი პირები ჩაერეოდნენ აღნიშნულ საქმეში და დაულაგებდნენ საქმეს, არაერთი მამხილებელი მტკიცებულება იყო მოპოვებული.
„დღეს ოჯახი არის გახარებული. საგამოძიებო უწყებებმა და პროკურატურამ დადეს შედეგი, რისთვისაც ოჯახის სახელით ვუხდი მადლობას. ძალიან რთული იყო 10 წლის შემოდებულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება. ბრალდების მხარემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა მუშაკმა, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა მაღალი პროფესიონალიზმი გამოიჩინა“, - აღნიშნა გიორგი ბარდაველიძემ.
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, პროკურატურა ორ პირს ბრალდებას წარუდგენს.