თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა
1770981740
ჩვენ ვებრძვით არა იმას, რომ ბრიუსელიდან ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ფული არ შემოვიდეს, არამედ უტიფარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, თანხას შემოიტანენ ისე, რომ არ გვეცოდინება, რამდენს შემოიტანენ და მას თბილისის ქუჩებში ცეცხლის დასანთებად გამოიყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მთავარია, ეროვნული უსაფრთხოების დაცვა.
„დიდ ბრიტანეთში ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია შავი ფულის შეტანა, რომელიც პოლიტიკაში იქნება გამოყენებული. ამ ფულის წყარო შეიძლება სხვადასხვა იყოს, როგორც დასავლური წარმოშობის, ასევე ბრიტანეთთან დაპირისპირებული სახელმწიფოების მიერ. ნუ იტყვით, თითქოს ჩვენ ვებრძვით იმას, რომ ბრიუსელიდან ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან ფული არ შემოვიდეს. ასე არ არის. ჩვენ ვებრძვით უტიფარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, თანხას შემოიტანენ ისე, რომ არ გვეცოდინება, რამდენს შემოიტანენ და გამოიყენებენ იმისთვის, რომ თბილისის ქუჩებში ცეცხლი დაინთოს. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ვისგან მოდის ღია მუქარა? ამ მუქარის ფიზიკური გამოვლინება უკვე ვიხილეთ. მთავარია, ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და მნიშვნელობა არ აქვს, ეს თანხა საიდან შემოვა. საოკუპაციო ჯარი დგას საქართველოში და გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუპირისპირდი, თუ არადა, თანხას შემოვიტანთ და ისეთ ადამიანებს დავაფინანსებთ, ვინც თქვენ ჩამოგაგდებთ, ქვეყანაში ნგრევის პროცესს შეუქცევადს გახდიანო. ასეთ ვითარებაში, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გემუქრება? გასაკვირია, ამ ხალხს ასეთი მუქარა როგორ არ აღელვებს – ამას უსამშობლობა ჰქვია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა პოლიტიკაში უცხოური დაფინანსების წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხოელი აქტორები ვეღარ შეძლებენ თავიანთი ფულის გამოყენებას დიდი ბრიტანეთის არჩევნებში ჩარევის მიზნით.