1790884478
გია მურღულია: მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია
მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია, - განაცხადა ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, დრო გავა და ისე დაგველაპარაკება მსოფლიო, როგორც საქართველოს ეკადრება.
„რაც მოხდა 14 წლის წინ, ეს იყო ის, რომ ადამიანმა, რომელიც უპირობო ლიდერი იყო ამ პროცესების, ბატონი ბიძინა მყავს მხედველობაში, რა თქმა უნდა, მოახერხა და დაამარცხა ის, რაც ქვეყანას ყველაზე მეტად უშლის განვითარებას. ეს არის უიმედობა, შეგუება. მეორე მომენტი, რაც მნიშვნელოვანი იყო ამ დროს, ეს იყო ის, რომ ქართული სახელმწიფოს ფუნქციები გამოიკვეთა მკვეთრად. ეს ადამიანები [წინა ხელისუფლება] ებრძოდნენ ღმერთს და ეკლესიას, დემოკრატიას, თავისუფლებას, თუმცა სულ თავისუფლებაზე აპელირებენ. ეს ადამიანები ებრძოდნენ მოყვასის განცდას, უბრალო, ადამიანური ურთიერთობების სიკეთეს. მეამაყება, რომ დღეს საქართველო პრინციპულად დგას თავისი ინტერესების სადარაჯოზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეული მთავრობა იცავს საქართველოს ინტერესებს, სადაც და როგორც შეუძლია.
არაერთი შეტევა გამოვიარეთ ქვეყნის შიგნით, გარეთ, იღებენ რეზოლუციებს და ა.შ. დრო გავა და ისე დაგველაპარაკება მსოფლიო, როგორც ჩვენ გვეკადრება. მე მგონია, რომ ეს დრო დგება. ჩვენ მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ. მარტო ჩვენ არ გვჭირდება სამყარო, სამყაროსაც სჭირდება საქართველო. ჩვენ გვჭირდება გონიერება, რომ ბალანსი დავიცვათ. მშვიდობა თუ არაა, არც სკოლაა, არც ვაჭრობა. ეს დიდი მონაპოვარია“, - აღნიშნა მურღულიამ.












