გია აბაშიძე ოპოზიციის გაერთიანებაზე- ვითომ ახალი ალიანსებით ნაცლუზერი ფსევდოები თავად ადასტურებენ, რომ წინამორბედი ე.წ. ერთობები იყო ფარსი და წყლის ნაყვა- რა სახელებს დაირქმევენ, რა ტრაგიკომიკურ "პლატფორმებს" გამოაცხადებენ, სასოწარკვეთილთა შესაკრებთა გადანაცვლებით მაინც არაფერი იცვლება

გია აბაშიძე

ვითომ ახალი ალიანსებით ნაცლუზერი ფსევდოები თავად ადასტურებენ, რომ წინამორბედი ე.წ. ერთობები იყო ფარსი და წყლის ნაყვა, წლებია ასეთ გამოუსწორებელ კრიზისში არიან.- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ეხმიანება და ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რა სახელებს დაირქმევენ, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით არაფერი იცვლება.

“ვითომ ახალი ალიანსებით ნაცლუზერი ფსევდოები თავად ადასტურებენ, რომ წინამორბედი ე.წ. ერთობები იყო ფარსი და წყლის ნაყვა, წლებია ასეთ გამოუსწორებელ კრიზისში არიან. რა სახელებს დაირქმევენ, რა ტრაგიკომიკურ "პლატფორმებს" გამოაცხადებენ, სასოწარკვეთილთა შესაკრებთა გადანაცვლებით მაინც არაფერი იცვლება. ერთ-ორ უღიმღამო ახალ სახეს (და არა პიროვნებას) შეიმატებენ და ერთმანეთს აგულიანებენ, რომ ახლა იწყება ე.წ. მასშტაბური ბრძოლა. შემდეგ ეტაპზე ისევ დაერევიან ერთმანეთს, მერე ისევ შეერთდებიან. ამ მდარე ხარისხის სპექტაკლების აფიშებიც აღუდგენელად ჩამოხეულია და პოლიტიკური ტრიუმფი ვერასდროს გამოჩნდება.”- წერს აბაშიძე.